მიხეილ ჩინჩალაძისა და ვანო ზარდიაშვილის მიმართ ბრალდება სასამართლოზე ზეწოლასთან დაკავშირებით, აბსურდული ბრალდებაა

მიხეილ ჩინჩალაძისა და ვანო ზარდიაშვილის მიმართ ბრალდება სასამართლოზე ზეწოლასთან დაკავშირებით, აბსურდული ბრალდებაა

მიხეილ ჩინჩალაძისა და ვანო ზარდიაშვილის მიმართ ბრალდება სასამართლოზე ზეწოლასთან დაკავშირებით, აბსურდული ბრალდებაა და ამის შემოწმებას იუსტიციის საბჭო ვერ დაიწყებს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განაცხადა.

როგორ ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს  განუცხადა, ჩინჩალაძე და ზარდიაშვილი ნათელმირონები არიან და მათ შეხვედრებს საერთო არაფერი აქვს იმ მოსამართლეებთან, რომლებმაც რუსთავი 2-ის საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

„ზარდიაშვილი არ იცნობს იმ სამ მოსამართლეს და არ  აქვს არავითარი ბერკეტი, რომ ზეგავლენა მოახდინოს უცნობ ადამიანებზე. მე გარწმუნებთ, რომ ეს არის აბსულუტური ცილისწამება და რატომ უნდა იმსჯელოს საბჭომ ამაზე”,- განაცხადა მურუსიძემ.

ამასთან, მურუსიძე აცხადებს, რომ არ იცნობს განჩინებას, რომელიც მიხედვითაც „რუსთავი 2“-ის საქმე განსახილველად დიდ პალატას გადაეცა.

მისივე თქმით, თეორიულად სამი შესაძლებლობა არსებობს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე დაბრუნდეს სააპელაციო ინსტანციაში, დარჩეს უცვლელად ან დიდმა პალატამ მიიღოს გადაწყვეტილება.