საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი და ასეთ შემთხვევაში პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს ლარის კურსის პროგნოზთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„ლარის კურსთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვაკეთებთ პროგნოზს. ჩემგან პროგნოზთან დაკავშირებით ერთი სიტყვაც არ გაგიგიათ და მომავალშიც ასე გაგრძელდება. მცურავი კურსის შემთხვევაში პროგნოზი შეუძლებელია“, - განაცხადა გვენეტაძემ.
კითხვაზე, მსგავსი სიტუაციის შემთხვევაში, განახორციელებს თუ არა ეროვნული ბანკი ინტერვენციებს, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით არსებობს ეროვნული ბანკის სტრატეგია.
"ყველა ინტერვენციას ჰქონდა თავის მიზეზი და ამასთან დაკავშირებით განმარტებებიც გაკეთდა",-აღნიშნა გვენეტაძემ.