აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავდაცვის უწყებას გენერალი ჯეიმს მეტისი უხელმძღვანელებს, - იუწყება CNN.
„ჩვენ დავნიშნავთ „ცოფიან ძაღლს“ მეტისს თავდაცვის მინისტრად, მაგრამ ამას მხოლოდ ორშაბათს გამოვაცხადებთ“, - განაცხადა ტრამპმა ცინცინატში სიტყვით გამოსვლისას.
გენერალი მეტისი აშშ-ის თავდაცვის სფეროში „ცოფიანი ძაღლის“ სახელითაა ცნობილი და მკაცრი ხასიათით გამოირჩევა.
ის ასევე ცნობილია პროვოკაციული გამონათქვამებით. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ავღანეთში ზოგიერთი ადამიანებისთვის ცეცხლის გახსნა მას სიხარულს ანიჭებს.