გამოკითხვის თანახმად, ათიდან რვა ფრანგი მიესალმება ფრანსუა ოლანდის გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიუღებლობის თაობაზე

გამოკითხვის თანახმად, ათიდან რვა ფრანგი მიესალმება ფრანსუა ოლანდის გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიუღებლობის თაობაზე

კვლევითი ორგანიზაცია Harris Interactive-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, ათიდან რვა ფრანგი (82%) მიესალმება საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის გადაწყვეტილებას 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიუღებლობის თაობაზე, - იუწყება ფრანგული Le Figaro. 

კითხვაზე, „მიესალმებით თუ გმობთ ფრანსუა ოლანდის არჩევანს 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურის წარუდგენლობის თაობაზე“, გამოკითხული ფრანგების 82%-მა განაცხადა, რომ „მიესალმებიან“ ამ გადაწყვეტილებას, 4%-მა განაცხადა, რომ „გმობენ“ პრეზიდენტის არჩევანს, ხოლო 14%-მა აღნიშნა, რომ „არ გააჩნიათ პასუხი დასმულ კითხვაზე“. 

გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით მონაწილეობას არ მიიღებს.