გავრცელებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა პოსტი დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ რეგიონული კორესპონდენტი იტყობინება, ონიაშვილთან ტელეფონით დაკავშირება ვერ ხერხდება.
მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები აღნიშნულ ინფორმაციას პირად საუბრებში ადასტურებენ, თუმცა, მოტივზე ვერაფერს ამბობენ.
წყაროს ცნობით, საპარლამენტო არჩევნებისას ,,ქართული ოცნების" რეგიონების კოორდინატორი, ღლონტი მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის პოსტზე ინიშნება და სწორედ ის შეასრულებს გამგებლის მოვალეობას.