რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა. კონცეფციის ახალი ვერსია სამართლებრივი ინფორმაციის ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი არ შეეგუება მასზე სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური ან სხვა სახის ზეწოლის განხორციელების მცდელობას.
ამასთან, რუსეთი იტოვებს უფლებას, ხისტად მოახდინოს რეაგირება არამეგობრულ ქმედებებზე, მათ შორის ნაციონალური თავდაცვის გაძლიერებისა და სარკისებრი ან ასიმეტრიული ზომების მიღების გზით.
ახალი კონცეფციის თანახმად, რუსეთი დაინტერესებულია აშშ-სთან ურთიერთმომგებიანი ურთიერთობების არსებობით, თუმცა აღნიშნულია, რომ დიალოგის განვითარება მხოლოდ თანასწორი უფლებების, ინტერესების ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობის საფუძველზეა შესაძლებელი.