პოლიტიკური შეცდომა იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა, - ამის შესახებ სასამართლოზე დაკითხვისას განახცადა, სადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებულ ბრალთან დაკავშირებით დაიკითხა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრი მოყვა, რომ შეხვდა 2006 წელს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, სადაც სააკაშვილმა უთხრა, რომ ვანო მერაბიშვილი კაცს აღარ გავსო და აპირებდა ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას, მის ფინანსთა მინისტრად დანიშნვას.
„მერაბიშვილის ფინანსთა მინისტრად შესაძლო დანიშვნას ჩემი უკმაყოფილება მოყვა. სააკაშვილს ვუთხარი, რომ თუ მერაბიშვილს ამ თანამდებობაზე დანიშნავდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადავდგებოდი, თუმცა ეს ასე არ მოხდა“, - განაცხადა ნოღაიდელმა.
მოწმის განცხადებით, მუდმივად იყო, მათ შორის სამთავრობო წრეებშიც საუბარი, რომ სააკაშვილი დაპირებული იყო, რომ ბრალდებული პირების შეწყალება მოხდებოდა.
ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძესაც და თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილსაც.
ამასთან, როგროც პროცესის შემედეგ საქმის პროკურორმა განაცხადა, მოწმემ დაადასტურა ის გარემოება, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადენლები გირგვლიანის მკველობაში მსჯავრდებულების შეწყალების საკითხს განიხილავდნენ.