საქართველომ ყველა მოთხოვნა შეასრულა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება ახლა ევროკავშირის შიდა პრობლემაა, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც დონალდ ტუსკმა აღნიშნა, საქართველო იმსახურებს ვიზალიბერალიზაციის პროცესის დროულ და პოზიტიურ დასრულებას.
მისივე თქმით, ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ ოქტომბერში დაადასტურა, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა.
„რაც შეეხება, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს, ყველა წევრმა ქვეყანამ ოქტომბერში დაადსტურა, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირის მხარეს. ეს მხოლოდ ჩვენი შიდა პრობლემაა, რათა უზრუნველვყოთ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება რაც შეიძლება მალე იყო მიღწეული. საქართველო იმსახურებს ამ პროცესის დროულ და პოზიტიურ დასრულებას“,-აღნიშნა დონალდ ტუსკმა.