მამუკა მდინარაძე: ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები არ არის ლოგიკურ ბმაში ლარის ამგვარ კურსთან

მამუკა მდინარაძე: ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები არ არის ლოგიკურ ბმაში ლარის ამგვარ კურსთან

ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ვალუტის კუსთან დაკავშირებული პროცესი დროებითია, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

როგორც მან სესიაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ამ დროის მდგომარეობით, ლარის კურსი დასტაბილურდა და ”ჩამოიწია”.

”შესაბამისად, ეს იყო დროებითი რეაქცია და ჩვენ ამაში დავრწმუნდით. საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართავთ, არ აყვნენ პანიკას”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და აქვე საპარლამენტო უმცირესობასაც მოუწოდა, ”ნუ შეუწყობენ ხელს პანიკას”.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები არ არის ლოგიკურ ბმაში ლარის ამგვარ კურსთან.

პარლამენტი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებზე მსჯელობს. პრეზიდენტის მიერ საბჭოს სამი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ამავე თანამდებობაზე ასარჩევად არჩილ მესტვირიშვილის, მურთაზ კიკორიასა და რობერტ ჰენდრი სინგლეტერი კანდიდატურებია წარდგენილი.