მილიტარიზაციის გლობალური ინდექსის მიხედვით, საქართველო 2016 წელს ცხრა საფეხურით დაწინაურდა

მილიტარიზაციის გლობალური ინდექსის მიხედვით, საქართველო 2016 წელს ცხრა საფეხურით დაწინაურდა

მილიტარიზაციის გლობალური ინდექსის მიხედვით, საქართველო 2016 წელს ცხრა საფეხურით დაწინაურდა. გერმანული ინსტიტუტის BICC-ის ანგარიშის თანახმად, საქართველო 152 ქვეყანას შორის 48-ე ადგილს იკავებს. 2015 წელს გამოქვეყებული ანალოგიური ანგარიშის მიხედვით, ქვეყანა 57-ე პოზიციაზე იყო.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2016 წელს განსაკუთრებით მაღალი ტემპებით გრძელდებოდა აღმოსავლეთ ევროპის მილიტარიზაცია.

“რუსეთის მიერ ყიირმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის შედეგად, ევროპაში უსაფრთხოების სფეროი ვითარება შეიცვალა”, -ნათქვამია ანგარიშში.

ინდექსის გამოთვლისას გათვალისწინებულია ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი მშპ-სთან მიმართებაში, ასევე შეიარაღებული ძალებისა და იარაღის რაოდენობა. რეიტინგში პირველ ოთხ ადგილს უცვლელად იკვებენ ისრაელი, სინგაპური, სომხეთი და იორდანია.

ამასთან, თუკი 2015 წელს მეხუთე ადგილზე სამხრეთ კორეა იყო, წელს ის რუსეთმა ჩაანაცვლა. ათეულში ასევე შედის აზერბაიჯანი, რომელიც მე-9 პოზიციას იკავებს. უკრაინამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 22-დან მე-15 საფეხურზე გადაინაცვლა. ანგარიშის თანახმად, თურქეთი 25-ე პოზიციაზეა.