დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

წერეთლის მე-8 და მე-13 კორპუსებთან, ასევე ჭიაურელის შესახვევში, დიდუბის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია საგზაო სამუშაოებს აწარმოებს. ამ ეტაპზე იხსნება ასფალტის დაზიანებული ფენა და ნიადაგი საასფალტედ მზადდება.

მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს თევდორე მღვდლის მე-2 ჩიხის N2-თან და N13-თან, ასევე დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-9 კორპუსთან. რეაბილიტაციის შემდეგ, აღნიშნულ მისამართებზე, განახლდება წყალსადენისა და კანალიზაციის ყველა დიამეტრის მოძველებული ქსელი და ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, უსაფრთხოების მოაჯირების მონტაჟი დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-11 და მე-12 კორპუსებთან მიმდინარეობს.

დიდუბის რაიონის გამგეობა ყველა სახის სამუშაოს მოსახლეობის მიერ შემოტანილი განცხადებების საფუძველზე ახორციელებს.