რამდენიმე კომერციულ ბანკში დოლარის ფასი შემცირდა

რამდენიმე კომერციულ ბანკში დოლარის ფასი შემცირდა

კომერციულ ბანკებში ერთი ამერიკული დოლარის ფასმა დაიკლო.

„საქართველოს ბანკში“ ერთი ამერიკული დოლარის შესაძენად 2.71 ლარი იყო საჭირო, გაყიდვა - 2.59 ლარად იყო შესაძლებელი.  ახლი  კურსით, ერთი ამერიკული დლარისთვის მომხმარებლებს  2.695 ლარი დასჭირდებათ, გაყიდვის შემთხვევაში კი 2.555 ლარს მიიღებენ.

„თიბისი ბანკში“ მომხმარებელს ერთ დოლარის შეძენა 2.7090 ლარად შეუძლია, გაყიდვა - 2.5910 ლარად. ახალი მონაცემებით, ერთი დოლარის შეძენა 2.6890 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა - 2.5510 ლარად.

„ლიბერთი ბანკის“ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.7100 ლარდ შეეძლოთ, ხოლო გაყიდვა - 2.5700 ლარად. ახალი მონაცემებით კი, დოლარის ყიდვა 2.6900 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა - 2.5500 ლარად.