პარლამენტმა ოთხი ახალი დეპუტატის უფლებამოსილება ცნო

პარლამენტმა ოთხი ახალი დეპუტატის უფლებამოსილება ცნო

დღეიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გახდნენ გუგული მაღრაძე, დავით მათიკაშვილი, გიორგი ხატიძე და გიორგი ღვინიაშვილი.

გიორგი კვირიკაშვილის ადგილმონაცვლე პარლამენტში გუგული მაღრაძე იქნება. კახი კალაძის - დავით მათიკაშვილი იქნება. გიორგი გახარიას ადგილს პარლამენტში გიორგი ხატიძე დაიკავებს, ხოლო სანდრა რულოვსის ადგილმონაცვლე საკანონმდებლო ორგანოში გიორგი ღვინიაშვილი იქნება.

გიორგი კვირიკაშვილის, გიორგი გახარიასა და  კახი კალაძის შემთხვევაში, უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი სამთავრობო თანმდებობებია.

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის მე-2 ნომერმა, სანდრა რულოვსმა კი, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.