საქართველო ელოდება, რომ ურთიერთობა აშშ-სთან ტრამპის პრეზიდენტობისას მტკიცე დარჩება მიუხედავად მისი მოწოდებებისა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ და თბილისი განაგრძობს ზეწოლის განხორციელებას ნატო-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის, - ამბობს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი სააგენტო Reuters-ისთვის მიცემულ ინტევრიუში.
საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„ჩვენი ურთიერთობა და კომუნიკაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე ჩვენს მეგობრებთან კონგრესში, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიიდან, შენარჩუნდება, ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ ინტერესებზე და მიზნებზე, რომლებსაც ვიზიარებთ ბოლო 25 წლის განმავლობაში“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მან ასევე გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველო არასოდეს ყოფილა შეშფოთებული მოკავშირეებით და არსებობს დაინტერესება დღის წესრიგის გააქტიურებით.
„ჩვენ არასოდეს გვქონია შეშფოთება ჩვენს მოკავშირეებთან დაკავშირებით დაინტერესებული ვართ ჩვენი დღის წესრიგის გააქტიურებაში და არ მიგვაჩნია, რომ ამ დღის წესრიგს რამე ემუქრება“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.