ნედლი ნავთობის მოპოვება მცირდება

ნედლი ნავთობის მოპოვება მცირდება

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის სხდომაზე, რომელიც ვენაში გაიმართა, დღე-ღამეში ნავთობის მოპოვების 1,2 მილიონი ბარელით შემცირების გადაწყვეტილება მიღეს. ამის გამო ნავთობზე ფასმა 8 %-ით მოიმატა.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ორგანიზაცია (ოპეკი) დღე-ღამეში 33,6 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს და, შესაბამისად, მოპოვება 4,5 %-ით მცირდება. მთელ მსოფლიოში კი ნავთობის მოპოვება დაახლოებით 1 %-მდე შემცირდება.
2008 წლიდან დღემდე ეს ნედლი ნავთობის მოპოვების შემცირების პირველი შემთვევაა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ყატარის ენერგეტიკის მინისტრმა მოჰამედ ბინ სალეჰ ალ-სადმა განაცხადა, რომ რუსეთი დღე-ღამეში ნავთობის 300 ათასი ბარელით შემცირებას დათანხმდა. 
იმ ქვეყნებმა, რომლებიც ოპეკში არ ერთიანდებიან, ნავთობის მოპოვება 600 ათას ბარელამდე უნდა შეამცირონ. გამოდის, რომ რუსეთი ამ მოცულობის ნახევრის შემცირებას იღებს საკუთარ თავზე.