1 დეკემბერს 11:00 საათზე, საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (მის: ლადო გუდიაშვილის 7), საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით,ფერმერთა სათათბირო ორგანოს პირველი სხდომა გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრება სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საპატიო თავმჯდომარე ხუან ეჩანოვე, პროდრომოს კალაიტზისი - COPA-COGECA-ს უფროსი მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში;
კრისტინა კასელა - ევროკავშირის სოფლის მეურნეობის ატაშე საქართველოში, საქართველოს მთავრობის წევრები, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციები მათ შორის: Enpard, Care international, Oxfam, Mercy Corps, UNDP.
ღონისძიებაში 150 მოქმედი ფერმერი მიიღებს მონაწილეობას. სათათბიროს დაფუძნების მთავარ მიზანს წარმოადგენს ფერმერთა ინეტერსების უკეთ დაცვა და საკანონმდებლოპროცესებში მათი აქტიური ჩართულობა.