ასომთავრულს, მხედრულსა და ნუსხურს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

ასომთავრულს, მხედრულსა და ნუსხურს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

ქართული დამწერლობის სამ სახეობას - ასომთავრულს, მხედრულსა და ნუსხურს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

ამის შესახებ 2030-ს საქართველოს კულტურის სამინისტროდან აცნობეს.  სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება იუნესკო-მ მიიღო.

"ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას -  ასომთავრული, მხედრული, და ნუსხუი დამწერლობის თანაარსებობის უწყვეტ ტრადიციას - იუნესკო-მ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.  ეს გადაწყვეტილება იუნესკო-მ მე-11 სესიაზე მიიღო , რომელიც ეთიოპიაში იმართება",- განმარტეს საქართველოს კულტურის სამინისტროში.