საწვევზე ფასების მომატება გავლენას ვერ მოახდენს ფასწარმოქმნაზე

საწვევზე ფასების მომატება გავლენას ვერ მოახდენს ფასწარმოქმნაზე

დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ საწვევზე ფასების მომატება გავლენას ვერ მოახდენს ფასწარმოქმნაზე.

როგორც ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოთხ პროცენტიანი შეღავათი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს ბიზნესს, საკმაოდ დიდი შეღავათია.

,,თუ თქვენ დადიხართ შიდაწვის ძრავით და ამ შიდაწვის ძრავას ჭირდება ბენზინი, რა თქმა უნდა ფასის მომატების შემთხვევაში, მოიმატებს ღირებულება. თუ თქვენ ჰიბრიდული მანქანით დადიხართ, ამ შემთხევაში პირიქით, დაიკლებს. თუ თქვენ ელექტრომანქანით დადიხართ, საერთოდ არაფერს არ გადაიხდით. მოლოდინი ფასების მომატების სწორია, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში საავტომობილო ბაზარზე დეფიციტი არ არის. კომპონენტი საწვავზე ფასის გაზრდისა ვერ მოახდენს გავლენას სამომხმარებლო ფასზე მოგების გადასახადის გაუქმების გამო. ოთხ პროცენტიანი შეღავათი, რაც წარმოეშვება ნებისმიერი ბიზნესის მწარმოებელს, იმდენად სერიოზული შეღავათია, რომ რამდენიმე თეთრით საწვავზე ფასის მატება გავლენას ვერ მოახდენს ფასწარმოქმნაზე. თუ რა თქმა უნდა პატიონსან მეწარმესთან გვაქვს საქმე“,-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.