"ნაციონალური მოძრაობის" აჭარის რაიონული ორგანიზაციის წევრი: "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოზიცია არის მიხეილ სააკაშვილის

"ნაციონალური მოძრაობის" აჭარის რაიონული ორგანიზაციის წევრი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ნინო ჯინჭარაძე აცხადებს, რომ ბათუმიდან "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის საკითხთან დაკავშირებით ჩამოვიდა და განაცხადა, რომ ყრილობა მრავალათასიანი უნდა იყოს.

"ჩამოვედი, რომ დამეფიქსირებინა პოლიტსაბჭოზე ჩემი და აჭარის რაიონული ორგანიზაციის წევრების აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად უნდა დარჩეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური და ყრილობა უნდა იყოს მრავალათასიანი. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბედი და არა ერთეულმა პოლიტიკოსებმა", - განაცხადა ნინო ჯინჭარაძემ.

რაც შეეხება თავმჯდომარის თანამდებობას, ნინო ჯინჭარაძემ განაცხადა, რომ "ეს პოზიცია არის მიხეილ სააკაშვილის და ზოგადად ყრილობაც უნდა იყოს მრავალათასიანი".