გიორგი კვირიკაშვილს, გიორგი გახარიას, კახი კალაძესა და სანდრა რულოვსს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.
გიორგი კვირიკაშვილის, გიორგი გახარიასა და კახი კალაძის შემთხვევაში, უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი სამთავრობო თანამდებობია.
„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის მე-2 ნომერმა, სანდრა რულოვსმა კი, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.
კენჭისყრა პარლამენტში დღეს შედგა.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში შესვლა უწევთ გუგული მაღრაძეს, დავით მათიკაშვილსა და გიორგი ხატიძეს.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ კი - გიორგი ღვინიაშვილს.