ზაზა რუხაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობაზე უარი განაცხადა

ზაზა რუხაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობაზე უარი განაცხადა

პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის ზაზა რუხაძის განცხადება, არ განიხილოს პარლამენტმა აღნიშნულ თანამდებობაზე მისი კანდიდატურა. 

რუხაძის კანდიდატურა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე პარლამენტს ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, მიმდინარე წლის სექტემბერში შესთავაზა, თუმცა უსუფაშვილის შეთავაზებაზე მსჯელობა არ გამართულა. 

პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ასარჩევად კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციას და პარლამენტის წევრთა 6-კაციან ჯგუფს. 

საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის მხრიდან დასანიშნი მოსამართლის თანამდებობა დღემდე ვაკანტურია. ამ თვალსაზრისით კანონით განსაზრული ვადები პარლამენტმა კვლავ დაარღვია.