ისრაელის საჰაერო ძალებმა დამასკოსთან ავიადარტყმები განახორციელა

ისრაელის საჰაერო ძალებმა დამასკოსთან ავიადარტყმები განახორციელა

არაბული მედიის ინფორმაციით, სამშაბათს, ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიის დედაქალაქ დამასკოსთან ახლოს, ორ სამიზნეზე ავიადარტყმები განახორციელა - წერს The Jerusalem Post. 

ერთ-ერთი სამიზნე წარმოადგენდა ტერორისტული ორგანიზაცია ”ჰეზბოლას” კოლონას, ხოლო მეორე სამიზნე კი, ასადის რეჟიმისადმი ლოიალური ორგანიზაციის სამხედრო ობიექტს.

ისრაელის თავდაცვამ არც დაადასტურა და არც უარყო აღნიშნული ინფორმაცია. თუმცა, ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰეზბოლამ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.