ჯონ ქირბი „რუსთავი-2“-ის საქმეზე - მედიის თავისუფლება, პლურალიზმი და სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობა დემოკრატიის მნიშვნელოვანი საფუძველია

ჯონ ქირბი „რუსთავი-2“-ის საქმეზე - მედიის თავისუფლება, პლურალიზმი და სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობა დემოკრატიის მნიშვნელოვანი საფუძველია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველდღიურ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯონ ქირბიმ ”რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით ტელეკომპანიის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა. 

ამერიკელ დიპლომატმა ხაზი გაუსვა პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. 

„ჩვენ ვიცით, რომ „რუსთავი-2“-ის მესაკუთრის ცვლილებასთან დაკავშირებული საქმის სააპელაციო და პირველი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ განიხილება უზენაეს სასამართლოში. ცხადია, ჩვენ გვაშფოთებს ის შედეგი, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ გადაწყვეტილებას პლურალიზმის კუთხით საქართველოს მედია სივრცეში. როგორც ადრეც აღგვინიშნავს, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობა ნებისმიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი საფუძველია და მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა ჯონ ქირბიმ.