ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ვარაუდობს, რომ საწვავის ფასზე აქციზის მომატება პროდუქციის ფასებზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს.
როგორც ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა, პროდუქციის მიმართულებით ზრდა, სავარაუდოდ, 1% იქნება.
მინისტრის თქმით, ინფლაცია, შესაძლოა, 0.7-0.8%-ით გაიზარდოს, რის გამოც მთავრობას ეკონომიკური ზრდის 4%-იან პირობებში, 4% დეფლატორი აქვს ჩადებული. ”ინფლაცია შეიძლება გაიზარდოს 0.7-0.8 %-ით. დღეს ჩვენ გვაქვს 1.2% ინფლაცია, შეიძლება გახდეს 2%. დეფლატორი შემდეგ წელს, 4%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ბიუჯეტში ჩადებული გვაქვს 4%. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით ასევე გვაქვს გარკვეული კვლევები გაკეთებული. თქვენ იცით, სახელმწიფო საწარმო არის ”მექანიზატორი”, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმოა და მის ხარჯებში რა ინფორმაციაც მე მომაწოდეს, 5-დან 7 მილიონ ლარამდე იყო საწვავის ღირებულება. აქედან გამომდინარე, პროდუქციის მიმართულებით ვფიქრობთ, რომ ზრდა 1% იქნება”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.