გიორგი კვირიკაშვილი კოლუმბიაში ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

გიორგი კვირიკაშვილი კოლუმბიაში ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანაგრძნობას უცხადებს კოლუმბიაში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს. 

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" წერს.

"თანავუგრძნობ კოლუმბიაში მომხდარი დღევანდელი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა, მათ შორის, საფეხბურთო კლუბ „შაპეკოენსის“ ფეხბურთელთა ოჯახებს, ყველას, ვისაც ეს საზარელი ტრაგედია შეეხო",-წერს გიორგი კვირიკაშვილი.

კოლუმბიაში ავიკატასტროფის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 76  ადამიანი დაიღუპა.

თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 72 მგზავრი და ეკიპაჟს ცხრა წევრი იმყოფებოდა, ბოლივიიდან კოლუმბიის ქალაქ მედელინში ასრულებდა რეისს. მგზავრებს შორის იმყოფებოდნენ ბრაზილიური კლუბის “შაპეკოენსეს” ფეხბურთელები და ხელმძღვანელები.