თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გარდა ევროკავშირში გაწევრიანებისა, თურქეთს გააჩნია „ძალიან ბევრი ალტერნატივა“, - იუწყება ფრანგული Le Figaro.
„ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვიხურავს ევროკავშირის წიგნი, მაგრამ არსებული სიტუაცია არ გვაძლევს საშუალებას, ოპტიმისტური მოლოდინები გვქონდეს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას.
„თურქეთს ძალიან ბევრი ალტერნატივა გააჩნია, გარდა ევროკავშირისა“, - აღნიშნა ერდოღანმა.
ანკარასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ევროკავშირმა თურქეთის ხელისუფლებას ბრალი დასდო ოპოზიციის დევნაში ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ.
ადრე თურქეთის პრეზიდენტმა დაუშვა დაახლოება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან, რომლის ლიდერები რუსეთი და ჩინეთი არიან.