ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდა მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასზე არ აისახება

ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდა მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასზე არ აისახება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ჩადებული ნავთობპროდუქტების იმპორტზე აქციზის ზრდა მუნიციპალურ-საზოგადოებრივი ტრანსპორტის - ავტობუსების ფასზე არ აისახება.

"მოხდება მუნიციპალური ტრანსპორტის - ავტობუსების საფასურის სუბსიდირება, იქ, სადაც მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიები ფუნქციონირებს, ისე, რომ აქციზის ზრდამ ავტობუსების საფასურის ზრდა არ გამოიწვიოს, - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.