საქართველომ წარმატებით შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ყველა ვალდებულება

საქართველომ წარმატებით შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ყველა ვალდებულება

საქართველოს შესახებ ევროკავშირის მიერ  გამოქვეყნებული ასოცირების განხორციელების ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს მზაობას, ევროკავშირის საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად გაატაროს საჯარო მმართველობის რეფორმა და აღნიშნავს ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

საქართველომ წარმატებით შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ყველა ვალდებულება, რომლებიც მთელ რიგ რეფორმებს მოიცავდა; ამ კონტექსტში განსაკუთრებით ხაზგასმულია საზღვრის მართვა, რომელიც შესაბამისობაში მოდის ევროკავშირის საუკეთესო სტანდარტებთან.