„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს.
დეპუტატები მომავალი სასესიო კვირის დღის წესრიგს განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტია.
შეხვედრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს კომენტარები არ გაუკეთებიათ.
დეტალებზე უმრავლესობის წევრები შეხვედრის შემდეგ ისაუბრებენ.