„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის შესახებ გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო 30 ნოემბერს მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის შესახებ გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო 30 ნოემბერს მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის შესახებ გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭო 30 ნოემბერს მიიღებს.

როგორც ჟურნალისტებს დეპუტატმა  ხათუნა გოგორიშვილმა განუცხადა, ყრილობის გამართვის ფორმატი სწორედ  პოლისტსაბჭოზე დაზუსტდება.

„ყრილობა შეიძლება,  50 ათას კაციანიც იყოს და 150 ათას კაციანიც. კანონით მინიმუმი 300 წევრია საჭირო.  არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შესაძლებელია, უფრო მეტი დელეგატი დაესწროს  ყირლობას და ამას წინ არაფერი უდგას. „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერებიც ბევრი ჰყავს და წევრებიც, უბრალოდ, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოხდება. ყველა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელ ვარიანტს დაუჭერს მხარს - ყრილობას, რომელიც შედეგზე ორიენტირებული იქნება, თუ ყრილობას, რომელიც ფართო წარმომადგენლობითი იქნება, თუმცა კონკრეტული შედეგების მიღება რთული იქნება“, - განაცხადა გოგორიშვილმა.