პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოთხი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოთხი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებენ

საკანონდებლო ორგანოში 30 ნოემბერის პლენარულ სხდომაზე ოთხი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებენ.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის, ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ სანდრო რულოვსის უფლებამოსილების შეწყვეტაზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განმარტა, იმის გათვალისწინებით, რომ ზემოთ აღნიშნული პირებიდან სამი საქმიანობას მთავრობაში გააგრძელებს, მათ დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდებათ.

მისი თქმით, სანდრა რულოვსმა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს თავად მიმართა.

პარლამენტში გიორგი კვირიკაშვილის, კახი კალაძის, გიორგი გახარიასა და სანდრა რულოვსისი ადგილმონაცვლის საკითხს ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაზღვრას. მათი ადგილმონაცვლე პარტიული სიის მომდევნო ნომერი იქნება.

როგორც ცნობილია, მთავრობაში გადასული დეპუტატების ადგილს პარლამენტში გუგული მაღრაძე, დავით მატიკაშვილი, გიორგი ხატიძე და გიორგი ღვინიაშვილი დაიკავებენ.