ბერი ანდრიას სახელობის სარეაბილიტაციო-სასტუმრო სახლის მშენებლობა აპრილში დაიწყება

ბერი ანდრიას სახელობის სარეაბილიტაციო-სასტუმრო სახლის მშენებლობა აპრილში დაიწყება

ბერი ანდრიას სახელობის სარეაბილიტაციო-სასტუმრო სახლის მშენებლობა იწყება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს სახლის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

შენობა დიღომში, 6500 კვადრატულ მეტრზე აშენდება, მშენებლობა 2017 წლის აპრილში დაიწყება და 2018 წლის ოქტომბერს დასრულდება.

მშენებლობა სოლიდარობის ფონდისა და ბერი ანდრიას ფონდის ერთობლივი დაფინანსებით აშენდება.

სარეაბლიტაციო სახლში ყოფნა 20 ბავშვსა და 20 მშობელზე 24 საათის განმავლობაში შეეძლებათ. დღის განმავლობაში კი დღის ცენტრი, სარეაბილიტაციო ცენტი 50 ბავშვის მომსახურებაზე იქნება გათვლილი. დღემდე, სოლიდური სიმსივნით დაავადებულ 339 ბავშვსა და ახალგაზრდას მკურნალობა-დიაგნოსტიკა დააფინანსა სოლიდარობის ფონდმა.

მიწა, რომელზეც ახალი სახლი აშენდება, ბერი ანდრიას ფონდს გიორგი კვირიკაშვილის ეკონომიკის მინისტრობის დროს გადაეცა.