დავით ბაქრაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ვიქტორ დოლიძის დანიშვნას დადებითად აფასებს

დავით ბაქრაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ვიქტორ დოლიძის დანიშვნას დადებითად აფასებს

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ვიქტორ დოლიძის დანიშვნას დადებითად აფასებს. როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, როდესაც თავად მუშაობდა აღნიშნულ თანამდებობაზე, ხოლო ვიქტორ დოლიძე პარლამენტის წევრი იყო, ჰქონდათ ძალიან კარგი და ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება. 
,,მე ძალიან პოზიტიურად მინდა გამოვეხმაურო ვიქტორ დილიძის კანდიდატურას. იქედან გამომდინარე, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, როდესაც მე მიწევდა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მუშაობა, ხოლო ვიქტორი იყო პარლამენტის წევრი და ამასთანავე, ევრონესტის თანათავმჯდომარე, გვქონდა ძალიან კარგი და ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება. მას ძალიან კარგად იცნობენ და აფასებენ ევროპულ სტრუქტურებში. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ თვალსაზრისით მთავრობის ძალისხმევას ვიქტორ დოლიძე, თავის მხრივ, სახელმწიფო მინისტრის პოზიციიდან გააძლიერებს”, - განაცხადა ბაქრაძემ.