თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დედაქალაქის ყველა საჯარო ბაღში 2017 წლის 9 იანვარს განახლდება.