მთავრობამ პარლამენტს განსახილველად და მხარდასაჭერად “საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ პროექტი წარუდგინა.
ეს დაახლოებით 35 საკანონმდებლო ცვლილების პროექტისაგან შემდგარი პაკეტია, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა.
“საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ პროექტი ადგენს საქართველოში სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი გეგმების სისტემას, აღნიშნული გეგმების იერარქიასა და შემადგენლობას, მათი შემუშავებისა და დამტკიცების წესს.
პროექტი განსაზღვრავს მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის: - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს, შენობა-ნაგებობისა და სამშენებლო სამასალი ხარისხის მიმართ ძირითად მოთხოვნებს. აგრეთვე განისაზღვრება მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობაზე ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკკული სახეები, სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესები.
კოდექსის პროექტის მიხედვით, საქართველოში სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემდეგი იერარქია მოქმედებს: - სივრცითი მოწყობის გეგმები და ქალაქთმშენებლობითი გეგმები.