კოლუმბიის აეროპორტების ოპერატორის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად სავარაუდოდ 6 ადამიანი გადარჩა

კოლუმბიის აეროპორტების ოპერატორის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად სავარაუდოდ 6 ადამიანი გადარჩა

კოლუმბიის ცენტრალური და ჩრდილოეთის ნაწილის აეროპორტების ოპერატორის AIRPLAN-ის ინფორმაციით, დღეს დილით მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად სავარაუდოდ 6 ადამიანი გადარჩა, - იუწყება CNN-ის ესპანურენოვანი გამოცემა. 

კოლუმბიის ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, სამშაბათს დილით თვითმფრინავმა, რომელშიც 72 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა.

თვითმფრინავი მედელინისკენ მიემართებოდა. მასში იმყოფებოდნენ ბრაზილიური საფეხბურო კლუბის „შაპეკოენსის“ ფეხბურთელები, რომლებსაც მედელინში ადგილობრივ გუნდთან „ატლეტიკო ნასიონალთან“ სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ თამაშში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.