აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიჩიგანის შტატის ამომრჩეველთა კოლეგიის 16 წარმომადგენლის ხმა მიიღო, - იუწყება CNN. აღნიშნული განცხადება შტატის კანცელარიის მდივანმა გააკეთა.
აღნიშნული ნიშნავს, რომ ჯამში აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 წარმომადგენლის ხმა მიიღო, ხოლო დემოკრატების კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა - 232.
მიჩიგანის შტატში დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონს 10.704 ხმით გაუსწრო. საერთო ჯამში 2.279.543 ხმა მიიღო (47.5%) და კლინტონმა 2.268.839 ხმა (47.3%).
მიჩიგანი ერთადერთი შტატი იყო, რომელსაც ოფიციალურად შედეგები გამოცხადებული არ ჰქონდა.
მიცემულ ხმათა რაოდენობით ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 2 მილიონი ხმით უსწრებს.