”აუდიტორია 115” თსუ-ის მეექვსე კორპუსის პიკეტირებას 5 დეკემბრამდე არ შეწყვეტს

”აუდიტორია 115” თსუ-ის მეექვსე კორპუსის პიკეტირებას 5 დეკემბრამდე არ შეწყვეტს

მოძრაობა ”აუდიტორია 115” თსუ-ის მეექვსე კორპუსის დატოვებას არ აპირებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მოძრაობის წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განუცხადა, პიკეტირების შეწყვეტის საკითხი მას შემდეგ გადაიხედება, რაც საკანონმდებლო ორგანოში 5 დეკემბერს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გაფართოებული სხდომა გაიმართება. 

”გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ და ვრჩებით მეექვსე კორპუსში. როგორც მინიმუმ 5 დეკემბრამდე ვაპირებთ აღნიშნულ კორპუსში დარჩენას და დაველოდებით შეხვედრას, რომელიც ჩანიშნულია პარლამენტში”, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

„აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებსა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა გუშინ, დაახლოებიოთ 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, სადაც გადაწყდა, რომ აღნიშნული კომიტეტი გაფართოებულ სხდომას გამართავს, რომელზეც სტუდენტები კანონმდებლებს თავიანთ ინიციატივებს წარუდგენენ. მოძრაობის წევრებს თსუ-ის მეექვსე კორპუსი უკვე ექვსი დღეა პიკეტირებული აქვთ.