როდესაც მინისტრი ამბობს რაღაც ისეთს, ”პროვოკაციულს”, რომელიც ვიღაცისთვის მისაღებია და ვიღაცისთვის მიუღებელია, ამას მოჰყვება მეტი ინტერესი განათლების რეფორმის მიმართ, - ასე უპასუხა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განათლების მინისტრის მიერ ქართულ ზღაპრებსა და კომბლეზე გაკეთებულ განცხადებას PALITRANEWS-ის გადაცემა ”360 გრადუსში” სტუმრობისას.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის განცხადებები ხშირ შემთხვევაში არის სწორედ საქმის დაწყების მთავარი მამოძრავებელი ძალა.
”ის, რომ მინისტრი ამბობს ისეთ რაღაცეებს, რასაც პოლემიკა მოჰყვება, არის კარგი. კარგია ჩვენი გამოფხიზლებისთვის. იმოტომ, რომ შეიძლება ილაპარაკო ღრმა სისტემურ რეფორმებზე და ამაში ჩაერთოს 10-15 სპეციალისტი, მაგრამ როდესაც მინისტრი ამბობს რაღაც ისეთს, ”პროვოკაციულს”, რომელიც ვიღაცისთვის მისაღებია და ვიღაცისთვის მიუღებელია, ამას მოჰყვება მეტი ინტერესი განათლების რეფორმის მიმართ”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
იყო თუ არა კონკრეტულად ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადება პროვოკაციული, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ პროვოკაცია ხშირად არის სწორედ საქმის დაწყების მთავარი მამოძრავებელი ძალა.