5 დეკემბერს, ჩვენ გაფართოებულ ფორმატში კომიტეტის წევრებთან ერთად მოვუსმენთ „აუდიტორია 115“-ს და ასევე სხვა მხარის პოზიციასაც და დავიწყებთ საკონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცესს, -ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა „აუდიტორია 115“-თან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, რეალურია თუ შესაბამისი ანალიზის და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით მოხდება ცვლილებების განხორიცელება და შეჯერება.
„რეალისტური იქნება, თუ საგაზაფხულო სესიაზე გვექნება მზად ცვლილებები, ჩემი ეს პოზიცია არ ნიშნავს, რომ ამას აუცილებლად დაუჭრენ მხარს ჩემი კოლეგებიც, მე მქონდა ერთი თხოვნა, რომ ერთგვარი პაუზა აეღოთ და შეეწყვიტათ საპროტესტო აქციები, რომ მიეცეთ სტუდენტებს სწავლის საშუალება“,- აღნიშნა ჯაშმა.
როგორც მან განაცხადა, ის იზიარებს „აუდტიროა 115“-ის რამდენიმე პრინციპს.
„პირადად მე ვიზიარებ ორ ძირითად პრინციპს, ეს არის უფრო თანაბარი უფლება ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის, რომელიც უნდა იყოს უზრუნვეყლფოყილი და ასევე გარკვეული ცვლილებების განხორციელება, რომელიც სტუდნეტებს უფრო თანაბარ შესაძლელბობას მისცემს საუნვირესტიტეტო ცხოვრებაში, მათ შორის არჩევის წესს. თვითმართველობის არჩევის წესსა და სხვა საკითხებზე გვჭირდება უფრო ფარტო მასშტაბში მუშაობის დაწყება. აღნიშნული ფორმატი უზრუნვეყლოფს ყველა დაინტერესბული მხრის ჩართვას- განაცხადა მარიამ ჯაშმა.