გვაქვს შეთავაზება, რომ 5 დეკემბერს შედგეს გაფართოებული სხდომა, - განაცხადა ჟურნალსიტებთან „აუდიტორია 115“-ის წევრმა პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშთან შეხვედრის შემდეგ.
გიორგი სოფრომაძის თქმით, შეხვედრაზე განხილულ საკითხებს „აუდიტორია 115“-ის სხვა წევრებსაც გააცნობენ და ამის სმედერგ გახდება ცნობილი ორგანიზაციის პოზოცია.
„შევთანხმდით, რომ ფინანსურ რესურსებზე თანაბარი წვდომა უნდა იყოს, თანასწორი უფლება გადაწყვეტილების მიღებაზე, ეს ეხებოდა სხვადასხვა თანამდებობებზე არჩევის წესს, გვქონდა შემოთავაზება განათლების კომიტეტთან სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც იმუშავებს ამ თემებზე“,- განაცხადა გიორგი სოფრომაძემ.