ოჰაიოს უნივერსიტეტში თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა

ოჰაიოს უნივერსიტეტში თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა

ამერიკული მედია ოჰაიოს უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის შესახებ იუწყება. ამ წუთებში დაწესებულების ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

როგორც ცნობილი გახდა, შეიარაღებული პირი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. შედეგად დაშავდა 9 ადამიანი. დაუდასტურებელი ცნობით, პოლიციამ თავდამსხმელის ადგილზე ლიკვიდაცია განახორციელა.