თანამდებობას დავით თარხან–მოურავი მას შემდეგ დატოვებს, რაც დიპლომატურ პასპორტს აიღებს. ამის შესახებ „პირველს“ სანდო წყარომ აცნობა. თანხან–მოურავის ადგილს საბჭოში ზაზა ოქუაშვილი დაიკავებს.
პირველს სანდო წყარომ ისიც აცნობა, რომ ცნობილი ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი, რომელიც თარხან–მოურავს ჩაანაცვლებს უმაღლეს საბჭოში, ასევე მალე დატოვებს თანამდებობას და ისიც დიპლომატიური პასპორტის აღების შემდეგ.
რატომ გახდა ამ პირებისათვის დიპლომატიური პასპორტების აღება ასეთი მნიშვნელოვანი, „პირველის“ წყარო არ ასახელებს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ "ქართული ოცნების" წევრი დავით გაბაიძე უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე აირჩიეს. მას მხარი 14-მა დეპუტატმა დაუჭირა.