„ხუდონჰესის“ პროექტი თავისი სიდიდიდან გამომდინარე არის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ენერგეტიკული თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ხუდონჰესი“ სიდიდითა და სიმძლავრით იქნება მნიშვნელოვანი პროექტი, თუმცა მას აქვს გარკვეული პრობლემები.
„პრობლემები ძირითადად ადგილობრივ მოსახლეობასთან შექმნილი გარკვეული გაუგებრობა, თუმცა დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, რომ კარგად ავუხსნათ იქ მცხოვრებ ადამიანებს ამ პროექტის მნიშვნელობა. კარგად ავუხსნათ ადამიანებს, რა შეღავათებს მიიღებს ქვეყანა ამ პროექტის განხორციელების შემდეგ და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივად გადაწყვეტილებას მივიღებთ”, - განაცხადა კალაძემ.