კრწანისის ბაზაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიება დასკვნით ფაზაზეა, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კრწანისის ბაზაზე მომხდართან დაკავშირებით შესაბამის განცხადებას პროკურატურა გაავრცელებს.
"ამ ეტაპზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გუშაგი მოქმედებდა შიდა ინსტრუქციის და შესაბამისი შიდა ბრძანებების ფარგლებში, დანარჩენს რაც შეეხება, გამოძიება დასკვნით ფაზაზეა, მიღებული იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება და ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა გაავრცელებს შესაბამის განცხადებას“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.