ირაკლი შოთაძე გია გვიჩიანის საქმის განხილვისას სტაჟიორ-პროკურორი იყო და ვნახოთ, ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებს

ირაკლი შოთაძე გია გვიჩიანის საქმის განხილვისას სტაჟიორ-პროკურორი იყო და ვნახოთ, ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებს

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გია გვიჩიანის საქმის განხილვისას სტაჟიორ-პროკურორი იყო და ვნახოთ, ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გვიჩიანის საქმის განხილვისას ირაკლი შოთაძე სააპელაციო სასამართლოს სხდომებში მონაწილეობდა.

"გვიჩიანის საქმის განხილვისას ძალიან ბევრი პრეტენზია გვქონდა ირაკლი შოთაძესთან, მაგრამ დღეს უშუალოდ მისი მონაწილეობით ჩატარდა გამოძიება. ახლა ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი, როდესაც პროკურორები აღიარებენ, რომ მათ მიერ გამოძიებული საქმეები იყო არასწორი და ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რომ ასეთი ადამიანები არ დარჩნენ საპატიმროში. ვფიქრობ, ასეთი ადამიანები ბევრი არიან, პროცესი სააპელაციო სასამართლოში ხვალ 13:00 საათზეა ჩანიშნული”, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

პროკურატურამ ნიკა ლომინაძის მკვლელბის საქმის გადახევდის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.

პროკურატურის ინფორმაციით, ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმეზე ხელოვნურად შეიქმნა მთელი რიგი მამხილებელი მტკიცებულებები.