მთავრობას ეკონომიკის ექსპერტი 5 რეკომანდაციას აძლევს

მთავრობას ეკონომიკის ექსპერტი 5 რეკომანდაციას აძლევს

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე მთავრობას ეკონომიკური ზრდის მისაღწევად ხისტი და არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას ურჩევს.

ექსპერტის განმარტებით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წინ ორი უმთავრესი გამოწვევა დგას: ფინანსურური სტაბილურობის საკითხი და საბიუჯეტო პროცესის ოპტიმიზაციის გზით ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლევან კალადაძე მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევს: მოქალაქეებს, რომლებსაც ლარში აქვთ შემოსავალი, სესხები, მათ შორის იპოთეკური სესხები უცხოურ ვალუტაში უნდა შეიზღუდოს; სახელმწიფოს მხარდაჭერით და სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ბიზნეს სესხები მხოლოდ ლარში უნდა გაიცეს; 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული სახეხელმწიფო ადმინისტრაციული ხარჯები უნდა შეიზღუდოს, რის საფუძველზე, შესაძლოა, 200-250 მლნ. ლარის ეკონომია გაკეთდეს; სასურველია 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრულ საშემოსავლო ნაწილში არსებული რეზერვები გადაიხედოს და თამბაქოს, ავტომობოილების, ნავთობპროდუქტების აქციზი, ან რიგი მოსაკრებლების გაზრდის საკითხი იქნას განხილული, რითაც დამატებით 700-800 მლნ ლარის შემოსავალს მიიღებს სახელმწიფო; შემჭიდროვებულ ვადებში სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული აქტივოვების, მათ შორის ე.წ. მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების სრული ან ნაწილობრივ პრივატიზების საკითხი უნდა დაისვას. ამ გზით სახელმწიფო დამატებით 500-600 მლნ. ლარს მიიღებს. საქართველოს პარლამენტმა ახალი მთავრობა 26 ნოემბერს დაამტკიცა.