პარლამენტმა წინა მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში დაწყებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა შეაჩერა

პარლამენტმა წინა მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში დაწყებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა შეაჩერა

საქართველოს პარლამენტმა წინა მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში დაწყებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა შეაჩერა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიიღო.

„ერთიანი სისტემური მიდგომა უნდა არსებობდეს და არ უნდა მოხდეს საკითხის ფრაგმენტული განხილვა. ასეთივე მიდგომა უნდა იყოს საარჩევნო კოდექსში შესაძლო ცვლილებებზეც. საარჩევნო საკითხზე მომუშავე ჯგუფმა უნდა განიხილოს ყველა ის საკითხი, რომელიც საარჩევნო კოდექსს ეხება”, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიამ უნდა იმუშაოს.