თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებმა მე-6 კორპუსიდან უნივერსიტეტის I კორპუსის 323-ე აუდიტორიაში გადაინაცვლეს. ამ შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი გაიმართება თუ არა დიალოგი „აუდიტორია 115“-ის წევრებთან. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.
მანამდე ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებმა თსუ-ს მე-6 კორპუსთან რამდენიმე წუთის განმავლობაში „აუდიტორია 115“-ის წევრებთან შეხვედრა გამართეს.
ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები აცხადებენ, რომ მე-6 კორპუსში „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლების ყოფნის გამო, მათი პრაქტიკული სწავლების პროცესი ჩაშლილია და სტუდენტები სხვადასხვა კორპუსებში არიან გადანაწილებული.
„აუდიტორია 115“-ის სტუდენტების ნაწილს თსუ-ს მე-6 კორპუსი მე-5 დღეა პიკეტირებული აქვს. ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები კი მოითხოვენ, „აუდიტორია 115-მა“ მე-6 კორპუსი დატოვოს.