პარლამენტი ოკუპაციის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობას განაახლებს

პარლამენტი ოკუპაციის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობას განაახლებს

პარლამენტი ოკუპაციის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობას განაახლებს. შესაბამისი გადაწყვეტილება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მიიღო. კომიტეტის გადაწყვეტილებას ოპოზიცია აკრიტიკებს და უმრავლეობას ოკუპაციის შესახებ კანონის ლიბერალიზაციაში ადანაშაულებს.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში განსახილველად 2013 წელს შევიდა, თუმცა კანონმდებლებს ის ამ დრომდე არ განუხილავთ. ცვლილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნაცვლად ადნისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს.

ასევე დღევანდელი სხსომის გადაწყვეტილებით, პარლამენტი აღარ იმსჯელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ.